ამ პარლამენტმა თუ აიღო ხელისუფლება, ყველაფერი წავა უკან - ნიკა გვარამია

12.11.24 23:27
ამ პარლამენტმა თუ აიღო ხელისუფლება, ყველაფერი წავა უკან - ნიკა გვარამია

“ვაპირებთ სამშობლოს დაბრუნებას, კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით, ყველა იმ ფორმის გამოყენებით, რომელიც ნებადართულია“, - ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატია იბადება ქუჩაში და ამ შემთხვევაშიც ეს მოხდება, აუცილებლად.

ჩვენ ეს იმისთვის კი არ გვჭირდება, რომ პარლამენტში მეტნი ვიყოთ, გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველო უფრო უსაფრთხო იყოს, პირდაპირი და სწრაფი სვლით, ევროპისკენ მიდიოდეს, უფრო მდიდარი იყოს, ეკონომიკა არ ჩამოიქცეს და ა.შ . ნახავთ, ამ პარლამენტმა თუ აიღო ხელისუფლება, ყველაფერი წავა უკან.

ეკონომიკა ჩამოიქცევა და თქვენ ნახავთ ვალუტის რეზერვების ფლანგვის გამო რა მოხდება, უახლოეს კვირებში თუ დღეებში არა, ფასებთან დაკავშირებითაც და ეკონომიკისაც.

თუ შევადრნენ ქართველი ოპოზიციონერები პარლამენტში, იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება, თუ ხალხი დანებდა და ა.შ. ჩვენ თუ ეს არ გვინდა, მაშინ სხვა, ჩვენს ნაცვლად, ამას არ გააკეთებს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება მხნეობა, გამბედაობა და დაუზარლობა, აუცილებლად.

ეს ყველაფერი - ხმების დაბრუნება, სამშობლოს დაბრუნება - ჩვენ გვჭირდება არა იმიტომ, რომ ჩვენ ვიყოთ პარლამეტში უფრო მეტი, ვიდრე "ქართული ოცნებაა", არამედ იმიტომ, რომ ახდეს ჩვენი წინაპრებისა და ახალი თაობების ოცნება და სურვილი -  ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ვიყოთ უფრო მდიდარი, უსაფრთხო და ბედნიერი საზოგადოება. ამისთვის ვიბრძვით ჩვენ, ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ“, - განაცხადა გვარამიამ.

 

მსგავსი სიახლეები