დღეს, ვინც ხელისუფლებაში სხედან, ყველანი არიან კომკავშირელები - დავით ბეშიტაიშვილი

12.11.24 22:44
დღეს, ვინც ხელისუფლებაში სხედან, ყველანი არიან კომკავშირელები - დავით ბეშიტაიშვილი

მსახიობი, დავით ბეშიტაიშვილი აბობს, რომ მაშინ, როცა ეგონათ, რომ “კომუნისტები ეროვნულმა ხელისუფლებამ შეცვალა, მაინც ყველაფერი კომკავშირელების ხელში დარჩა.“

როგორც ბეშიტაიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “მთელი საზოგადოება, საითაც არ უნდა გაიხედო, დამპალია, ეს ყველამ უნდა აღიაროს.“

ვითომ, კომუნისტები გადავაგდეთ და ეროვნული ხელისუფლება მოვიდა, მაგრამ ყველაფერი დარჩა კომკავშირლების ხელში. დღეს, ვინც იქ სხედან, ყველანი არიან კომკავშირლები.

მთელი საზოგადოება, საითაც არ უნდა გაიხედო, დამპალია, ეს უნდა ვაღიაროთ.

მივედი არჩევნებზე, ვიცოდი, სადაც მივიდოდი, მაგრამ პირდაპირ, რომ შეეფეთები ამ გულისამრევ ფურცელს, რომელშიც განტოლებების გაკეთება მომიწია, რომ ვიღაც გამეფერადებინა. გამიჭირდა, რა საკვირველია. ნახევარი იყვნენ "ნაცები", ნახევარი "ქოცები", როგორც არ უნდა ატრიალო“, - განაცხადა ბეშიტაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები