შეიძლება, სცადონ მოლაპარაკება, დაშინება, მაგრამ მნიშვნელოვანია, სათითაოდ ავიღოთ ინიციატივა - ილია ღლონტი

12.11.24 23:53
შეიძლება, სცადონ მოლაპარაკება, დაშინება, მაგრამ მნიშვნელოვანია, სათითაოდ ავიღოთ ინიციატივა - ილია ღლონტი

ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ილია ღლონტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ბრძოლა, ყველგან და ყოველთვის, ვიდრე ერთი ადამიანი მაინც იდგება ამ იდეის გვერდით.

ღლონტი არ გამორიცხავს, რომ იქნება დაშინების მცდელობა, ასევე შეეცდებიან, თავისუფალი სივრცის დახურვასაც, თუმცა, მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ყველამ სათითაოდ აიღოს ინიციატივა საკუთარ თავზე.

ჩვენ, წარმოგვიდგენია მხოლოდ ბრძოლა, ყველგან და ყოველთვის, მანამდე, სანამ ერთი ადამიანი მაინც იდგება ამ იდეის გვერდით. შეიძლება, სცადონ მოლაპარაკება, დაშინება, აქამდე გაგვივლია ეს, ბევრ რამეს სცდიან. მათ შორის ეცდებიან, რომ დახურონ ყველა თავისუფალი სივრცე, სადაც, ლოგიკურად, ყველა ავტორიტარული რეჟიმი ასე მოქმედებს და ესენიც ასე მოიქცევიან.

მნიშვნელოვანი არის რა, რომ ჩვენ, სათითაოდ, ავიღოთ ინიციატივა, ეს არის უმნიშვნელოვანესი. მუხტი იქნება აღმავალ-დაღმავალი.

27 ოქტომბერს, მეც კი ჩამწყდა გული, არ მჯეროდა, რომ ამ მასშტაბის გაყალბება შეიძლება ყოფილიყო და შემდეგ, როდესაც ჩემს თავთან მარტო დავრჩი, მივხვდი, რომ ის სიჩუმეც, როგორც 26 ოქტომბრამდე მივედით, ზუსტად მაგის ნიშანი იყო, რომ ძალიან ღრმა და წინასწარ გათვლილი ოპერაცია იქნებოდა ჩატარებული.

ის, რაც ზუსტად ჩვენ გვინდა და ვიბრძვით - ევროპული საქართველოა. ევროპული ქვეყანა არის, ორ ფუნდამენტზე, ჩემი წარმოდგენით, მდიდარი და განათლებული ერი, რომლის ყიდვა, დაშინება და მოტყუება შეუძლებელი იქნება. ამისთვის, ვიბრძვი, მე პირადად და ამისთვის ვიბრძოლებ ბოლომდე, სადამდეც და რა ხერხებითაც შემეძლება, ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ღლონტმა გადაცემა “რეაქციაში“.

 

მსგავსი სიახლეები