პოლიტიკურმა აქტორებმა ამ პარლამენტს არ უნდა მისცენ ლეგიტიმაცია - ნიკა ჩერქეზიშვილი
რამდენიმე კომპონენტი აქვს პროტესტს - ერთ-ერთი ახლა არის ის, რომ პოლიტიკურმა აქტორებმა არ მისცენ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია და არცერთი დეპუტატი არავითარ შემთხვევაშია არ უნდა შევიდეს იმ შენობაში, - ამის შესახებ პოეტმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების იქ შესვლა მათი პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება.
მეორე კომპონენტი ეს არის, რომ საბედნიეროდ, დასავლელი პარტნიორები და ცივილური სახელმწიფოები არ აძლევენ ლეგიტიმაციას. ამას საფუძველი ჩაუყარა იმას, რომ ყოველდღიურად გავდივართ ქუჩაში და ვაწყობთ აქციებს. ასე რომ არ მოვქცეულიყავით, დასავლეთსაც შეიძლება სხვანაირად ემოქმედა. ამიტომ ეს ყოველდღიური პროტესტი გასაგრძელებლია, აუცილებლად“, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
"ივანიშვილი თავისი მონების მინების მეშვეობით ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს" - შალვა ნათელაშვილი
" ამერიკის საელჩოში მიღებაზე, ამერიკას ეფიცება ერთგულებას, ეს ერთი დაქირავებული მონა ივანიშვილის, ხოლო მეორე მონა - ფეხბურთელი, მიდის თეირანში ესწრება აიათოლას დაკრძალვას"- ამბობს ნათელაშვილი