„თბილსერვის ჯგუფს“ და თბილისის განვითარების ფონდს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს
შპს „თბილსერვის ჯგუფს“ გიორგი პაპავა უხელმძღვანელებს, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობას თამაზ ალიბეგაშვილი დაიკავებს - ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ გაავრცელა.
მისი თქმით, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობა დავით ფაჩულიამ დატოვა
„გვაქვს გარკვეული საკადრო ცვლილება. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობა დატოვა დავით ფაჩულიამ. მინდა, მას მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო სამომავლო საქმიანობაში. მან ძალიან ბევრი სასიკეთო ცვლილება განახორციელა. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე კი მინდა, წარმოგიდგინოთ გიორგი პაპავა, რომელიც წლებია მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე. გიორგი პაპავა პროფესიით იურისტი, სამართალმცოდნეა. იგი ბოლო ორი წლის განმავლობაში, თბილისის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა, მანამდე იკავებდა შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას. უფრო ადრე მუშაობდა ენერგეტიკის სფეროში, იუსტიციის სამინისტროში და ა.შ., სადაც იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს. ის არის კარგი იურისტი, კარგი მენეჯერი. ვფიქრობთ, ახალ პოზიციაზე ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს და მისი საქმიანობა იქნება წარმატებული“, - თქვა კახა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები
"ივანიშვილი თავისი მონების მინების მეშვეობით ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს" - შალვა ნათელაშვილი
" ამერიკის საელჩოში მიღებაზე, ამერიკას ეფიცება ერთგულებას, ეს ერთი დაქირავებული მონა ივანიშვილის, ხოლო მეორე მონა - ფეხბურთელი, მიდის თეირანში ესწრება აიათოლას დაკრძალვას"- ამბობს ნათელაშვილი