ცესკოს შენობასთან ხმაური და დაპირისპირებაა

13.11.24 12:48
ცესკოს შენობასთან ხმაური და დაპირისპირებაა

 

 

ხმაურია ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც ქალები საპროტესტო აქციას მართავენ. 

ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას და შეხლა-შემოხლას.

როგორც იქ შეკრებილები აცხადებენ, პოლიციამ ძალის გამოყენებით შესასვლელი გადაკეტა და აქციის მონაწილეებს გარკვეული დროის განმავლობაში ეზოში შესვლის საშუალება არ ეძლეოდათ.

აქციის მონაწილეებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლა უნდოდათ რისი საშუალებაც მათ პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. 

აქციის მონაწილეები ცესკოსთვის ინდივიდუალური განცხადებით მიმართვას და და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

 

მსგავსი სიახლეები