ცნობილია რა საკითხები განიხილეს მესამე სექტორის წარმომადგენლებმა EU-ს ელჩთან
ევროკავშირის ელჩის და მესმა სექტორის შეხვედრა დასრულებულია - დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს დამკვირვებლებმა და იმ ორგანიზების წარმომდგენლებმა, რომლებიც კენჭისყრას მთელს საქართველოში აკვირდებოდნენ, არჩევნებზე გამოვლენილი მთელ რიგ დარღვევებზე პაველ ჰერჩინსკის დეტალური ინფორმაცია მოაწოდეს.
როგორც საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა, ნანუკა ყრუაშვილმა განაცხადა, საუბარი შეეხებოდა, მათ შორის, იმას, თუ რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოებამ იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნების გამოძიებას ხელი შეუწყონ.
ვისაუბრეთ არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებზე. ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა იმაზე, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ დარღვევების გამოძიებასთან დაკავშირებით, გვაქვს თუ არა იმედი, რომ პროკურატურა ყველაფერს გამოიძიებს და ასევე, რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, განსაკუთრებით ევროკავშირმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა იმისთვის, რომ დაეხმარონ ამ პროცესს და ხელი შეუწყონ ამ გამოძიებას საქართველოში. რეალურად მათ აინტერესებდათ ის დარღვევები, ის არგუმენტები, რაც ჩვენ გვქონდა“,- განაცხადა ყრუაშვილმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ დასავლელი პარტნიორები კარგად არიან ინფორმირებული რა ხდებოდა არჩევნების დღეს.
დღეს უკვე საუბარი არის იმაზე თუ რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ მივდივართ წინ. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე რომ რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული საგოზაგადოება და საქართველოს მოქალაქეები არ შეურიგნდნენ ამ უსამართლობას, და რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას, როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები. რა თქმა უნდა ბრიუსელში იქნება დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირდებით და კონკრეტული გადაწყვეტილებებიც მიიღება" - ამბობს ეკა გიგაური
მსგავსი სიახლეები
"ივანიშვილი თავისი მონების მინების მეშვეობით ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს" - შალვა ნათელაშვილი
" ამერიკის საელჩოში მიღებაზე, ამერიკას ეფიცება ერთგულებას, ეს ერთი დაქირავებული მონა ივანიშვილის, ხოლო მეორე მონა - ფეხბურთელი, მიდის თეირანში ესწრება აიათოლას დაკრძალვას"- ამბობს ნათელაშვილი