კობახიძის მუქარა - პრემიერი ფიქრობს, რომ ოპოზიცია "ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით უნდა ჩანაცვლდეს"
ირაკლი კობახიძის მუქარა - პრემიერი ფიქრობს, რომ ოპოზიცია "ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით უნდა ჩანაცვლდეს"
ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნების გაყალბებაზე უარგუმენტო საუბრით ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია და "თავისი ხელით აკეთებს იმ საქმეს, რაც „ოცნებას“ უნდა გაეკეთებინა".
„ისინი თავის ხელით აკეთებენ იმ საქმეს, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით და რეალურად აქეთკენ მიჰყავთ საკუთარი ხელით პროცესები“, – განაცხადა პრემიერმა.
კობახიძე ამბობს, რომ როცა შეჯამდება არჩევნების შედეგები, პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება მე-10 დღეს, რის შემდეგაც დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება. მისივე თქმით, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები, შემდეგ კი შედგება ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაც.
მსგავსი სიახლეები
"ივანიშვილი თავისი მონების მინების მეშვეობით ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს" - შალვა ნათელაშვილი
" ამერიკის საელჩოში მიღებაზე, ამერიკას ეფიცება ერთგულებას, ეს ერთი დაქირავებული მონა ივანიშვილის, ხოლო მეორე მონა - ფეხბურთელი, მიდის თეირანში ესწრება აიათოლას დაკრძალვას"- ამბობს ნათელაშვილი