„გაიწიე, ბიჭო” - ლაშა სალუქვაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლაში ფოტოგრაფიც ადანაშაულებს
ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსს, ლაშა სალუქვაძეს ფოტოგრაფმა ვახო ქარელი სამსახურეობრივი მოვალეობის ხელის შეშლაში ამხელს.
ინცინდენტი რამდენიმე წუთის წინ, არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ქალების მარშზე მოხდა.
„გაიწიეო, ვარ ჟურნალისტი, ვასრულებ ჩემს მოვალეობას. ხელს მიშლის სამუშაოს შესრულებაშძი. მიდით და კითხეთ, რატომ არ აძლევს ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას. ან რატომ აძლევს თავს უფლებას, ასე მოგვმართოს. „გაიწიე, ბიჭო”, მისი მეგობარი ვარ და არ ვიცი?” - აღნიშნა "პირველებთან" ვახო ქარელმა.
"ტვ პირველმა" ფოტოგრაფის განცხადების შემდეგ სალუქვაძე კიდევ ერთხელ ჩაწერა.
„რამდენი ვიღაც რაღაცას იტყვის, ყველაფერზე კომენტარი ვაკეთოთ, კაცო?” - უთხრა სალუქვაძემ „ტვ პირველის".
პოლიციის მაღალჩინოსანს ძალადობაში ქალი აქტივსიტებიც ადანაშაულებენ. ინცინდენტი დღეს დილით, ცესკოს შენობის წინ მოხდა, როცა აქციის მონაწილე ქალები შენობის მიღმა ჩაკეტეს.
ასევე ნახეთ:
- პირველი ინტერვიუ პოლიციის მაღალჩინოსანთან, რომელიც ქალებზე ძალადობაშია მხილებული
- ვაჟა სირაძე და გოგა მემანიშვილი ძალადობაში მხილებული პოლიციელის სპეციალურ საგამოძიებოში დაბარებას არ გამორიცხავენ
ფოტო: OC Media
მსგავსი სიახლეები
"ივანიშვილი თავისი მონების მინების მეშვეობით ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს" - შალვა ნათელაშვილი
" ამერიკის საელჩოში მიღებაზე, ამერიკას ეფიცება ერთგულებას, ეს ერთი დაქირავებული მონა ივანიშვილის, ხოლო მეორე მონა - ფეხბურთელი, მიდის თეირანში ესწრება აიათოლას დაკრძალვას"- ამბობს ნათელაშვილი