პრეზიდენტსა და ცესკოს ოპოზიციურ წევრებს შორის შეხვედრა დასრულდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა
ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერ წევრებს შორის აუდიენცია დასრულდა.
შეხვედრიდან გამოსულმა "ძლიერი საქართველოს" წევრმა, გიორგი სიორიძემ მედიასთან განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს გიორგი კალანდარიშვილის უწყება შიგნიდან.
ჩვენი ქვეყანა დგას გზაგასაყარზე. არჩევნები არის მიტაცებული და მას უნდა ჰქონოდა სრული ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ მოვიდა ცესკო აქამდე, როგორ მოიტანა "ქართულმა ოცნებამ" და ჩვენ, რომლებიც ვხედავდით საარჩევნო ადმინისტრაციას შიგნიდან, ეს ჩვენი ხედვა გავაცანით საქართველოს პრეზიდენტს. ვინაიდან საფრთხე ექმნება არჩევნების ინსტიტუტს, ყველა მომდევნო არჩევნებს, თუ ეს ასე გაგრძელდა და "ოცნებამ" ფასი არ გაიხადა, ეს ყველაფერი აზრს დაკარგავს", - ამბობს გიორგი სიორიძე.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ანა კობახიძის თქმით, ქვეყნის მთავარსარდალთან იმის შესახებ იმსჯელეს, თუ როგორ მუშაობენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები ადმინისტრაციაში.
ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ადმინისტრაციაში ჩვენი როგორც ოპოზიციური პარტიის წევრების მუშაობასთან დაკავშირებით. ვუთხარით, რომ არ ვიყავით ჩართული არცერთ ადმინისტრაციულ და ლოჯისტიკურ საქმიანობაში, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნების მომზადებას და შემდეგ შეჯამებას. ვაპირებთ, რომ მასთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ სხვადასხვა ფორმატებში, შემდეგი ფორმატიც სამომავლო უკვე დაგეგმილი გვაქვს. ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა", - ამბობს ანა კობახიძე.
მსგავსი სიახლეები
"ივანიშვილი თავისი მონების მინების მეშვეობით ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს" - შალვა ნათელაშვილი
" ამერიკის საელჩოში მიღებაზე, ამერიკას ეფიცება ერთგულებას, ეს ერთი დაქირავებული მონა ივანიშვილის, ხოლო მეორე მონა - ფეხბურთელი, მიდის თეირანში ესწრება აიათოლას დაკრძალვას"- ამბობს ნათელაშვილი