არჩევნების გაყალბების საქმე - ბადრი ჯაფარიძე სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

13.11.24 18:43
არჩევნების გაყალბების საქმე - ბადრი ჯაფარიძე სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

არჩევნების გაყალბების საქმე - "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა.  ოპოზიციონერი ლიდერი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ისაუბრებს იმ დარღვევებზე, რაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქისრდა. 

ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ეს არის ფორმალური გასაუბრება, რადგან მისი თქმით, პროკურატურას უკვე შეუძლია დადგენილი ჰყავდეს ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებს აყალბებდნენ. 

სამთავრობო მედიის წარმომადგენლები განუწყვეტლივ იმეორებენ, რატომ არ წარუდგენ მტკიცებულებებს პროკურატურასო. თურმე, პროკურატურის ამოცანა ის კი არ არის, რომ გამოიძიოს, არამედ პროკურატურის ამოცანაა, რომ შეაგროვოს ოპოზიციის მიერ გამოძიებული შედეგები. ეს არის აბსურდი და თავდაყირად დაყენება სიმართლის. კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ პროკურატურას გამოძიების ამოცანა არ აქვს. მათი ამოცანაა, შექმნას ყალბი პროტესტი.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის ფორმალური გასაუბრება, რადგან პროკურატურას უკვე შეუძლია დადგენილი ჰყავდეს ის ადამიანები, რომლებიც სიყალბეს ჩადიოდნენ, რადგან ეს არის საჯარო მასალა. მაგრამ აქამდე არანაირი გამოძიება არ ყოფილა და პასუხისგებაში არ არიან მიცემული ეს ადამიანები. მათ არ აქვთ სურვილი, რომ გამოიძიონ, რადგან როგორ შეიძლება, რომ დამნაშავე ცდილობდეს თავისივე დანაშაული გამოიძიოს. ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" მიერ იქნა ეს დანაშაული ჩადენილი და "ქართული ოცნების" მიერ კონტროლირებადი პროკურატურა ცხადია, არ გამოიძიებს. არც აქვთ ამოცანა, რომ დაადგინონ ჭეშმარიტება და ამხილონ დამნაშავეები", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

მსგავსი სიახლეები