ლეგიტიმაციის გარეშე დარჩენილი ერთპარტიული პარლამენტი - "ოცნება" ჩიხშია

13.11.24 20:22
ლეგიტიმაციის გარეშე დარჩენილი ერთპარტიული პარლამენტი - "ოცნება" ჩიხშია

 

ქვეყანაში პოლტიკური კრიზისია. სახეზეა ლეგიტიმაციის გარეშე დარჩენილი ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც დეპუტატების უფლებამოსილების ცნობისთვის 100 ხმასაც ვერ აროვებს. ოცნება ჩიხშია შესული და გამოსავალს ეძებს.

პროფესიით კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ პარლამენტის შესაკრებად პრეზიდენტის მოწვევა საჭირო არ არის. საკონონდებლო ორგანოში მარტო დარჩენილ "ოცნებას" ახლა ნერვების ომი აქვს. ერთპარტიული პარლამენტი ლეგიტიმური ვერსადროს იქნება, ამიტომ კობახიძემ, რომელიც ოპოზიცია გაუქმებით ემუქრებოდა, დღეს უანონსებს რომ პარლამენტში ძალით შეიყვანს. 

პრემიერის თქმით, "ოცნება" იგივე გზას გაივლის, რაც 2020-ში. ანუ ოპოზიციის განცხადებებს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილებს და მათ ფორმალურად დეპუტატების სტატუსს შეუნარჩუნებს.

ბარიერგადალახული 4 პარტიიდან არცერთი არ აპირებს ლეგიტიმაცია მინანიჭოს "ოცნების" საკანონმდებლო ორგანოს. 

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

 

მსგავსი სიახლეები