ტრამპი მთავრობაში ნიშნავს პირებს, ვინც ფიქრობს, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა და მის დასანქცირებას ითხოვს
"ოცნებას" იმედები გაუცრუვდა - ტრამპი მთავრობაში ნიშნავს პირებს, ვინც ფიქრობს, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა და მის დასანქცირებას ითხოვს. კონგრესმენი უოლცი ახალი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას უხელმძღვანელებს. მანამდე კი ის ერთ-ერთი კონგრესმენი იყო, ვინც შტატების მთავრობას პუტინის მარიონეტების, მათ შორის ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდა.
ტრამპი სახელმწიფო მდივნის პოსტზე ამზადებს მარკო რუბიოს. სენატორს, რომელიც დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. რუბიოს პოლიტიკურ დღის წესრიგში კი წამყვანი ადგილი უჭირავს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას. ის ერთ-ერთია, ვინც დიდი ხანია საუბრობს პუტინის აგრესიაზე მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.