ქეთი თურაზაშვილის მამის გარდაცვალების საქმე - დეპუტატი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გათავისუფლებას მოითხოვს

13.11.24 20:44
ქეთი თურაზაშვილის მამის გარდაცვალების საქმე - დეპუტატი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გათავისუფლებას მოითხოვს

 

დეპუტატის მამის გარდაცვალების საქმე - ქეთი თურაზაშვილი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გათავისუფლებას მოითხოვს.  გამოძიება დაწყებულია, მაგრამ თეონა ჯაფარიძეს უფლებამოსილება არ შეჩერებია და ცესკო არც აპირებს ეს  გადაწყვეტილება მიიღოს. "ძლიერი საქართველოს" ლიდერის განცხადებით, მამის გარდაცვალების მიზეზი საოლქო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის სატელეფონო ზარი გახდა. ირკვევა, რომ ალექსანდრე თურაზაშვილს, რომელიც ამავე ოლქის თანამშრომელი იყო, ჯაფარიძემ სატელეფონო საუბრის დროს შეურაცხყოფა მიაყენა.  დაახლოებით ერთ საათში კი თურაზაშვილი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები