ბადრი ჯაფარიძის გამოკითხვა დასრულებულია - "ძლიერი საქართველოს" ლიდერის პირველი კომენტარი
არჩევნების გაყალბების საქმე - "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის გამოკითხვა დასრულებულია.
ოპოზიციონერმა ლიდერმა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ისაუბრა ყველა იმ დარღვევაზე, რაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირდა.
''ჩვენ მივუთითებთ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდაც არის გავრცელებული. მათ ჩვენ მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს უკვე არის პროკურატურის ვალდებულება, რომ ჩაატაროს სათანადო გამოძიება და შეაგროვოს მტკიცებულებები. კონკრეტული დარღვევები მდგომარეობდა იმაში, რომ იყო უამრავი ადამიანი შეკრებილი საარჩევნო უბნის წინ, რომელიც იქ იყვნენ შეკრებილი ამომრჩეველზე ზემოქმედების მიზნით. ასვე მივაწოდე ინფორმაცია, როდესაც ვადა გასული პასპორტით ხდებოდა ხმის მიცემა და ამ ფაქტს შევესწარი მეც. ასვე მივაწოდე ინფორმაცია, რომლის თვითმხილველიც ვიყავი, როდესაც პრაქტიკულად გამოაძევეს უბნიდან დამკვირვებელი და მან თქვა, რომ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და შემდეგ იქ მოვიდნენ საჯარო სამსახურის წარმომადგენლები და ეს საჯარო სამსახურის წარმომადგენლები, ისინი არიან ასახული კადრებზე'',- ამბობს ბადრი ჯაფარიძე.