"ქართული ოცნება" კომუნისტური პარტიის მემკვიდრეა - ჯაფარიძე

13.11.24 21:20
"ქართული ოცნება" კომუნისტური პარტიის მემკვიდრეა - ჯაფარიძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე "ტვ პირველის" ეთერში "ქართულ ოცნებას" "კომუნისტური პარტიის მემკვიდრედ" მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდს "ზურგს მოსკოვი უმაგრებს".

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ მმართველ პარტიას ქართველი ხალხის ნების აღსრულება და ქვეყანაში არჩევნების ხელახლა დანიშვნა მოუწევს. 

ოპოზიციისა და ჩვენი თანამოქალაქეების ერთობა, ეს იყო გასაღები, ფორმულა, რომელმაც დაამარცხა კომუნისტური პარტია 90 წელს. კომუნისტური პარტიის მემკვიდრეებთან გვაქვს საქმე. მაშინაც კომუნისტურ პარტიას ზურგს უმაგრებდა მოსკოვი ყველა რესურსით. ახლაც კომუნისტური პარტიის მემკვიდრეები გვყავს, რომელსაც ზურგს უმაგრებს მოსკოვი ყველა რესურსით. იგივე დაემართება ''ქართულ ოცნებას'', რაც დაემართა კომუნისტურ პარტიას. მოუწევს ქართველი ხალხის ნების აღსრულება, არჩევნების ჩანიშვნა'', - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები