აშშ სპეციალური სანქციების რეჟიმს დეკემბერში მიიღებს - გიგაური ამბობს, რომ სახ.დეპს არჩევნების გაყალბებაში ჩართული პირების სიის შედგენა მოუწევს
"დეკემბრის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სპეციალური სანქციების რეჟიმს მიიღებენ" - ამის შესახებ განცხადება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა გააკეთა.
მესამე სექტორის წარმომადგენლის განმარტებით, შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალება, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში იმ ხალხთა სია მოამზადოს, რომლებიც საქართველოში არჩევნების გაყალბებაში იყვნენ ჩართულები.
როდესაც საუბარია ამერიკის შეერთებულ შტატებზე, მეც მქონდა კომუნიკაცია, მათ შორის, ამერიკულ მხარესთან და იქ სანქციების რეჟიმი, მეგობარი აქტი და ქართველი ხალხის აქტი, ეს პროცესი წინ მიიწევს. ამ თვის ბოლოს, დეკემბრის განმავლობაში სპეციალური სანქციების რეჟიმის მიღება მოხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალება, რამდენიმე კვირის განმავლობაში მოამზადოს იმ ხალხის სია, რომელიც ჩართული იყო არჩევნების გაყალბებაში, კორუფციაში", - ამბობს ეკა გიგაური.