ეს არჩევნები იმ ქვეყნის სტანდარტებს არ შეესაბამება, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი
ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე ჩანიშნული დებატები დაიწყო - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასიმ ტრიბუნიდან პირდაპირ თქვა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნები ძალადობით და სერიოზული დარღვევებით იყო გამორჩეული.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები EU-ს სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.
2 მილიონზე მეტმა ქართველმა აირჩია ახალი პარლამენტი, თუმცა ძალიან სერიოზული დარღვევებით და ძალადობით იყო გამორჩეული ეს არჩევნები, როგორც საარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს. მადლობას ვუხდი სადამკვირვებლო მისიებს, რომელიც წარმოდგენილი იყო საქართველოში. მათ მოუწიათ ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ მუშაობა. ყველანაირი სტანდარტი იყო დარღვეული იმ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი და შემდგომ ეტაპზე გადასვლა უნდოდა მოლაპარაკებებზე.
რეჟიმი ასევე ავრცელებდა სხვადასხვა პროპაგანდას ომთან და მშვიდობასთან დაკავშირებით. არჩევნების შემდეგ ასი ათასობით ადამიანი გამოდის და აპროტესტებს ამ არჩევნების შედეგებს, საქართველოსა და ევროკავშირს დროშებით, შესაბამისად ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საკითხი ეს ყველაფერი გვეხება ჩვენც", - განაცხადა მარგარიტის სხინასიმ.