"ქართულ ოცნებას" არჩევნები არ მოუგია, ჩვენ მას ვერ ვაღიარებთ - რასა იუკნევიჩიენე

13.11.24 23:22
"ქართულ ოცნებას" არჩევნები არ მოუგია, ჩვენ მას ვერ ვაღიარებთ - რასა იუკნევიჩიენე

"არჩევნები საქართველოში არ იყო დემოკრატიული. ჩვენ ვერ ვაღიარებთ მას" - ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე განაცხადა.

ევროპარლამენტარმა სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნები არ მოუგია - "ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მათ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიებისკენ".

"ჩვენ უნდა გადავაფასოთ, იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს" - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

კორუმპირებული ოლიგარქიული ძალები კრემლის დახმარებით ცდილობენ მოიპოვონ ძალაუფლება ყველგან, საქართველო გამონაკლისი არ არის. არჩევნები საქართველოში არ იყო დემოკრატიული. ჩვენ ვერ ვაღიარებთ მას. "ქართულ ოცნებას" არ მოუგია. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მათ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიებისკენ. 

საქართველოს კანდიდატის სტატუსი გაყინულია - ეს ასე დარჩება. ჩვენ უნდა გადავაფასოთ, იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს. ასევე უნდა ვიმსჯელოთ სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის დახმარებებზეც", - განაცხადა იუკნევიჩიენენ.

მსგავსი სიახლეები