დიდი შანსია, რომ რუსულმა კანონმა იგივე ბედი გაიზიაროს, რაც მოხდა უნგრეთში - ანა წითლიძე
„ძალიან დიდი შანსია იმისი, რომ რუსულმა კანონმა გაიზიაროს იგივე ბედი, რაც მოხდა უნგრეთში“, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანა წითლიძემ ევროსასამართლოს მიერ რუსული კანონის სარჩელის დარეგისტრირებაზე საუბრისას განაცხადა.
წითლიძის თქმით, ეს კანონი თავისი შინაარსით არის დისკრიმინაციული და მიმართულია მთლიანად განსხვავებული აზრის ჩახშობისკენ.
“ის რომ რუსული კანონი უკვე დაარეგისტრირა ევროსასამართლომ ნიშნავს, რომ წარმოებაში მიიღო, რაც ნიშნავს, რომ არის თავისთავად კარგი. ძალიან დიდი შანსია იმისი, რომ გაიზიაროს იგივე ბედი ამ კანონმა, რაც მოხდა უნგრეთში, რადგან ეს კანონი თავისი შინაარსით არის დისკრიმინაციული და მიმართულია მთლიანად განსხვავებული აზრის ჩახშობისკენ, არ ვიცი „ოცნებას“ ამ მიმართულებით რა შეუძლია გააკეთოს, დაასწრებს თუ არ დაასწრებს, მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვანია რას იზამს „ქართული ოცნება“ ამასთან დაკავშირებით, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით იქნება სამართლიანი და შესაბამისად, დაველოდებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.“- განაცხადა ანა წითლიძემ.