ცესკოში ადასტურებენ, რომ მათი ცენტრალური საწყობი პროკურატურამ დალუქა

14.11.24 17:35
ცესკოში ადასტურებენ, რომ მათი ცენტრალური საწყობი პროკურატურამ დალუქა

ცენტრალური საარჩევნო კომისია ადასტურებს, რომ მათი ცენტრალური საწყობი საქართველოს პროკურატურამ დალუქა. საარჩევნო კომისია ამბობს იმასაც, რომ ახლა თავადაც აღარ აქვთ წვდომა იმ ათასობით ვერიფიკაციის აპარატზე, სადაც არჩევნებში მონაწილე მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ინახება.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ცესკო და საქართველოს პროკურატურა თანამზრაზველები არიან, მიზანი კი ხელისუფლების ოპონენტების თქმით, იმ შავი ყუთის არ გახსნაა, რომელიც არჩევნების ტოტალურ გაყალბებას დაადასტურებს. 

ცესკო პროკურატურის ხელით ცდილობს, არ გახსნას ის შავი ყუთი, რომელსაც, ამდენი ხანია, ჩვენ ვითხოვთ. საუბარია, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ქვითრების გასაჯაროებას. იმას, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რეალურად, ვინ გამოცხადდა არჩევნებზე და ვის ნაცვლად გაიცა ბიულეტინები, რითიც საბოლოო ჯამში კარუსელი დატრიალდა. ახლა ყველა აპარატი, ყველა დოკუმენტაცია დალუქულია და ეს ასე იქამდე იქნება, ვიდრე "ქართულ ოცნებას" არ დასჭირდება. ეს პროცესი შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს. ისინი ცდილობენ, ყველანაირი შესაძლებლობა მოსპონ იმისთვის, რომ რეალური სურათი არ იყოს გამოვლენილი. 

ხელი ხელს ბანს, პროკურატურა, ცესკო, სასამართლო, ეს ყველაფერი "ქართული ოცნების" ქვედანაყოფია"- აცხადებს გიორგი სიორიძე.

ცესკოს რაიონული საწყობების დაცლაა უკვე დაწყებული აქვს. ადგილზე მისულ "პირველების" გადამღებ ჯგუფს უდასტურებენ, რომ ვერიფიკაციის მოწყობილობები უკვე მეორე დღეა, უწყვეტად მიაქვთ. გადააქვთ ელექტრონული საარჩევნო ურნებიც, რომელიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ატარებს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ არჩევნების გაყალბების მთავარი მტკიცებულებაა პროკურატურას აქვს დაყადაღებული.

მსგავსი სიახლეები