გაყალბების კვალის წაშლის სპეცოპერაცია? - რატომ დალუქა პროკურატურამ ცესკოს საწყობი

14.11.24 20:01
გაყალბების კვალის წაშლის სპეცოპერაცია? - რატომ დალუქა პროკურატურამ ცესკოს საწყობი

გიორგი კალანდარიშვილმა მთელს საქართველოში საარჩევნოდ გახსნილი საწყობების დაცლა დაიწყო - უკვე მესამე დღეა, ელექტრონული მოწყობილობები, სადაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება, საწყობებიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიაქვთ. 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადასტურებენ, რომ ვერიფიკაციის აპარატები და ხმის მთვლელი მოწყობილობები საქართველოს პროკურატურამ დალუქა, ყველაფერი ახლა ცესკოს ცენტრალური საწყობში ინახება. საარჩევნო ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ წვდომა მოწყობილობებზე, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება არც მათ აქვთ. 

ვერიფიკაციის აპარატები ინახავს იმ ორ მილიონზე მეტი მოქალაქის მონაცემს ინახავს, ვინც არჩევნებზე მივიდა და ხმა მისცა. სწორედ ამ მონაცემების გასაჯაროებას ითხოვს ოპოზიცია.  ოპოზიციაში არსებობს დიდი ეჭვი, რომ უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ნაცვლად, ვინც არჩევნებზე არ მივიდა ხმა აქ მისცეს და ასე დაიწერა გამარჯვება ქართლმა ოცნებამ. 

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ახლა როდესაც პროკურატურამ ხელში ყველა მოწყობილობა ჩაიგდო. იმის შანსი, რომ გამოძიებამ გაყალბების სქემა გაშიფროს პრაქტიკულად აღარ არსებობს. 

დაყადაღებული საარჩევნო აღჭურვილობა - ნინო ღვედაშვილი დეტალები