“ოცნებამ“ ავიაკომპანიებს, არჩევნების დღეს, საქართველოში ჩამოსული პირების სიები მოსთხოვა - ჯაფარიძე

14.11.24 19:14
“ოცნებამ“ ავიაკომპანიებს, არჩევნების დღეს, საქართველოში ჩამოსული პირების სიები მოსთხოვა - ჯაფარიძე

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ” გამოიყენა იმ ადამიანების პირადი ნომრები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, თუმცა საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვა არ გაუვლიათ.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ მათი საქართველოში დაბრუნებისა და კენჭისყრაში მონაწილეობის რისკები დაეზღვიათ, ავიაკომპანიებს მგზავრთა სიები მოსთხოვეს.

ზუსტად ვიცით, რომ არჩევნების დღეს საქართველოს მთავრობამ მოსთხოვა მოქმედ ავიაკომპანიებს იმ დღეს საქართველოში ჩამოსული პირების სიები, რათა დაედარებინათ იმ სიებისთვის [საზღვარგარეთ მცხოვრები საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან] და იმათ მაგივრად ვიღაცა არ მისულიყო იმათი პირადი ნომრით საარჩევნო უბანზე”, – განაცხადა ჯაფარიძემ.