როგორ გაყალბდა არჩევნები - "კოალიცია ცვლილებებისთვის" ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს

14.11.24 20:19
როგორ გაყალბდა არჩევნები - "კოალიცია ცვლილებებისთვის" ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს

თითქმის სამ კვირიანი გამოძიების შემდეგ, დღეს ცვლილებების კოალიციამ არჩევნების გაყალბების მთელი სქემა ჟურნალისტებს წარუდგინა - ასობით დოკუმენტის, ათასობით ოქმის და არა ერთი ჩანაწერის გაშიფვრის შემდეგ,  ოპოზიციამ დაადგინა, რომ არჩევნების გაყალბებაში არა მხოლოდ პარტია "ქართული ოცნება" ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად მოქმედებდნენ -  ხალხის ხმების მოპარვაში ჩართული იყო მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი. 

კოალიციის ლიდერების განცხადებით, შიდა მოკვლევით დადგინდა არა მხოლოდ იმ უწყებების გრძელი სია, ვინც არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდა. არამედ გვარებით და სახელებითაა ცნობილი ის ხალხი, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. 

ვინც ხალხს არჩევანი მოჰპარა პასუხი უნდა აგოს - ასეთია ცვლილებების კოალიციის პოზიცია. 

არჩევნების ფარულობის პრინციპის დარღვევაა რომ გაყალბების ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა ამაზე დღეს ოპოზიციამ ბევრი ისაუბრა. ეს დარღვევა კი ფუნდამენტური დარღვევაა საერთაშორისო სამართალში და საერთაშორისო კონვენციებში.

როგორ გააყალბეს არჩევნები - ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი