ივანიშვილის გუნდი არჩევნების გაყალბების სქემაში ევროდეპუტატებმა ამხილეს

14.11.24 20:09
ივანიშვილის გუნდი არჩევნების გაყალბების სქემაში ევროდეპუტატებმა ამხილეს

ევროპარლამენტი გაყალბებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს - ევროკომისარმა საგანგებო დებატები სწორედ გაყალბების მასშტაბურ სქემაზე საუბრით დაიწყო. 

ევროპელი პოლიტიკოსების 6 კაციანი დელეგაცია თბილისში თავად ხედავდა რა მეთოდებს იყენებდა მმართველი პარტია ხალხის ხმების მისატაცებლად - მათ შორის იყვნენ მარკეტა გრეგოროვა და ნატალი ლუაზო. ნანახით შოკირებული ფრანგი პოლიტიკოსი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ჰყვებოდა გაყალბების სქემაზე, რასაც თავად წააწყდა. 

ივანიშვილის პარტიამ  ვერც ევროპარლამენტის, ვერც ევროკომისიის და ვერც ევროპული საბჭოს აღიარება ვერ მოიპოვა. ევროგაერთიანების სამივე რგოლი ახლა სავიზო რეჟიმის შემოღებას განიხილავს, რომელსაც ევროპულ საბჭოში მხოლოდ 15 ქვეყნის თანხმობა სჭირდება. 

ევროპარლამენტში არ დარჩენილა პროევროპულად განწყობილი დეპუტატი, რომელმაც არჩევნების გამოძიება და ივანიშვილის დიქტატორი ოლიგარქის ავტორიტარული რეჟიმისთვის სანქციების დაწესება არ მოითხოვა.  

ევროპარლამენტის მწვავე დებატები - ინა ცარციძე დეტალებით