“თბილისის მერი ცდება: ჩვენ ვერ ვუწოდებთ ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს“ - ევროპარლამენტარი

14.11.24 19:53
“თბილისის მერი ცდება: ჩვენ ვერ ვუწოდებთ ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს“ - ევროპარლამენტარი

"თბილისის მერი ცდება: ჩვენ ვერ ვუწოდებთ ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს. ეს ფაქტია და არა მოსაზრება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოს ხელისუფლებამ მიიწვია და “ისინი, თაღლითობის მოწმენი გახდნენ“.

თბილისის მერი ცდება: ჩვენ არცერთ გუნდს არ ვუჭერდით მხარს. საქართველოს ხელისუფლებამ მიგვიწვია არჩევნებზე დასაკვირვებლად. თაღლითობის მოწმენი გავხდით. ჩვენ ვერ ვუწოდებთ ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს. ეს ფაქტია და არა მოსაზრება", - წერს ლუაზო.

შეგახსენებთ, კახა კალაძემ განაცხადა: "თუ ვერ გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც მხარს უჭერდა რამდენიმე ევროპარლამენტარი, ე.ი. არჩევნები ცუდად ჩატარდა".