გზის ნაცვლად ცხვარი და ღვინო - ანუ როგორ მოატყუა “ოცნებამ“ ხალხი წინასაარჩევნოდ
გზის ნაცვლად ცხვარი და ღვინო - ანუ როგორ მოატყუა ოცნებამ ხალხი წინასაარჩევნოდ. სოფელ წაბლოვანაში, სადაც ხალხს სამანქანო გზა ოცნებად აქვს გადაქცეული, წინასაარჩევნოდ ტრაქტორი შეიყვანეს იმის სადემონსტრაციოდ, რომ თითქოს გზას აკეთებდნენ. მაგრამ არჩევნებმა ჩაიარა, ტრაქტორი კი გაუჩინარდა. ხალხს სანაცვლოდ აყრილი და ისევ მოუხრეშავი გზა დარჩა.
წაბლოვანაში ამბობენ, რომ "ოცნებამ" ამ სოფელში ხმების მოპოვება ნათესავების დახმარებით შეძლო, გამარჯვების შემდეგ კი ხალხს 60 ლიტრი ღვინო და ცხვარი გადასცეს. მოსახლეობა კი გზის რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყებას დაუყოვნებლივ ითხოვს, რადგან, თუ გზა არ განახლდა, ზამთარში სოფელი გარე სამყაროს მოწყდება.