როგორ მიიტაცეს არჩევნები? - დამკვირვებლები დიდი აქციისთვის ემზადებიან
როგორ მიიტაცა "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები? - ყველაფრის მოსაყოლად თვითმხილველები ემზადებიან. ის დამკვირვებლები, ვის თვალწინაც ხალხის ხმების მოპარვა ყველა მეთოდის გამოყენებით მოხდა. ფაქტები აღწერეს, მტკიცებულებები შეაგროვეს და ახლა საქართველოს მოქალაქეებს უნდა უამბონ, რა მასშტაბის დანაშაული ჩაიდინა რეჟიმმა 26 ოქტომბერს.
17 ნოემბერი, 19:00 საათი - პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქციაა დაანონსებული. "დაიბრუნე შენი ხმა"მ - ამ სლოგანით დამკვირვებლები და იურისტები საზოგადოებას აუხსნიან, როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა ახალ და სამართლიან არჩევნებამდე.
არცერთი დღე პროტესტის გარეშე. გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოება გაჩერებას არ აპირებს. ხვალ თბილისში კიდევ ერთი აქციაა დაანონსებული.