ისტორიული სარჩელი სტრასბურგში - რა ბედი ელის რუსულ კანონს?
ისტორიული სარჩელი სტრასბურგში - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ რეკორდულად მოკლე დროში წარმოებაში მიიღო რუსულ კანონზე გაგზავნილი საჩივარი საქართველოდან. არ არის გამორიცხული, ასევე მოკლე დროში მოხდეს გადაწყვეტილების მიღებაც, რადგან ამ საქმით ქვეყნის მომავლის ბედი წყდება.
ევროპულ სასამართლოს შეუძლია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი დაასწროს და ვიდრე ეროვნულ დონეზე მოხდება საქმეზე საბოლოო შედეგის გამოცხადება, სათქმელი თავად თქვას.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ დროს სასიცოცხლოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან საფრთხის წინაშე დგას ყველა ის ორგანიზაცია, რომელსაც ჯერ აგენტებად გამოცხადებას უპირებენ, შემდეგ კი საერთოდ გაქრობას.