მიწა გორის ყოფილი მერის დედისთვის - ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს
849 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დედას საკუთრებაში მერად არჩევიდან ერთ თვეში დაუმტკიცა. ქეთევან გაგნიძეს მიწის ნაკვეთი გორის მერიის დაქვემდებარებულმა აღიარების კომისიამ გადასცა. განკარგულებას ხელს თამაზ შიოშვილი აწერს, რომელიც ამტკიცებს, რომ მიწის ნაკვეთს უკანონოდ ლადო ხინჩეგაშვილს არავინ გადასცემდა. ჩნდება კითხვა, თუ ყველაფერი კანონიერი იყო, რატომ გადასცა ქეთევან გაგნიძეს აღიარების კომისიამ მიწის ნაკვეთი მხოლოდ მას შემდეგ რაც მისი შვილი გორის მერი გახდა.
რადიო მოზაიკა წერს, რომ 2021 წელსვე ხინჩეგაშვილის დედამ თამარ მეფის ქუჩაზე კიდევ ერთი 850 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი 1000 ლარად შეიძინა, მაშინ როდესაც ამ ქუჩაზე იგივე მიწის ნაკვეთის ფასი 100 ათას დოლარს აჭარბებს, ხინჩეგაშვილის ოჯახი თამარ მეფის ქუჩაზე 8000 კვადრატზე მეტ მიწის ნაკვეთს ფლობს, სადაც 7 ობიექტია ხოლო 6 ხინჩეგაშვილს გაქირავებული აქვს, რაშიც ხინჩეგაშვილის სიძე ზურაბ გაბოძეა ჩართული, რომელიც მიწის ნაკვეთს 2500 ლარად აქირავებს.
სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი ლიდერები ამტკიცებენ, რომ საქმე კორუფციასთან აქვთ, ქართული ოცნების მაღალჩინოსანი კი საკუთარ თანამდებობას არა გაღარიბებული ხალხის დასახმარებლად, არამედ საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებს.