საქართველოს გაყალბებულ პარლამენტში ოპოზიციური მანდატის ყოფნა არავის სჭირდება - კუპრაძე

14.11.24 22:09
საქართველოს გაყალბებულ პარლამენტში ოპოზიციური მანდატის ყოფნა არავის სჭირდება - კუპრაძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის თქმით, საქართველოს მოსახლეობის ეროვნული ინტერესი ახლა გადის ოპოზიციის ერთობაზე.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ან სიებს ხსნი და მანდატებს თმობ- ან ანიჭებ ლეგიტიმაციას.

საქართველოს მოსახლეობის ეროვნული ინტერესი ახლა გადის ერთობაზე, რომ ოთხივე სუბიქეტმა გააკეთოს ეს ყველაფერი, არ შევიდეს პარლამენტში. თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ გასცეს პასუხი საზოგადოებას რა ალტერნატივა გააჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ლეგიტიმაციის მინიჭება “ოცნებისთვის“, ან სიებს ხსნი და მანდატებს თმობ- ან ანიჭებ ლეგიტიმაციას. საქართველოს გაყალბებულ პარლამენტში ოპოზიციური მანდატის ყოფნა არავის სჭირდება, რადგან “ოცნებას“ ისედაც აქვს საკმარისი ხმები, შეცვალოს რეალობა, თუ ექნება პოლიტიკური ნება, ცესკო შეცვალოს და თავჯდომარეც გადადგეს“, - განაცხადა კუპრაძემ.