პირველი ამოცანა ამ პარლამენტის დელეგიტიმაციაა, ის არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას - სიჭინავა

14.11.24 23:55
პირველი ამოცანა ამ პარლამენტის დელეგიტიმაციაა, ის არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას - სიჭინავა

პირველი ამოცანა ამ პარლამენტის დელეგიტიმაციაა, ის არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას - ამის შესახებ გახარია “საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიერმა, ბერდია სიჭინავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას.

პირველი ამოცანა არის ამ პარლამენტის დელეგიტიმაცია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საპარლამენტო შედეგებისა და ხელისუფლების, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. მტკიცებულებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, არაერთი მოცემული მტკიცებულება, ფარულობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელიც "საიას" ჰქონდა.

ეს არის კონსტიტუციით დაცული უფლება, რომ ჩემი არჩევანი იყოს ფარული, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული სიკეთეა, რომელიც სტრასბურგის ქვემდებარე მუხლია. 

შესაბამისად, პირველი რიგის ამოცანაა, მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნებს, ამის შემდეგ, შეგვიძლია, რომ ვიფიქროთ თვითმმართველობის არჩევნებზე“, - განაცხადა სიჭინავამ.