ცესკო უკვე ქაჯეთის ციხეა, ხომ ნახეთ, რა გააკეთეს იქ. ახლა ყველაფერი რუსთაველზე წყდება - უგულავა

14.11.24 23:46
ცესკო უკვე ქაჯეთის ციხეა, ხომ ნახეთ, რა გააკეთეს იქ. ახლა ყველაფერი რუსთაველზე წყდება - უგულავა

ყველა “ობერქოცი“, ივანიშვილით დაწყებული დადის ამ შენობაში[პარლამენტში], სვავების ბუნაგი არის აქ - მის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ერთი თვის განმავლობაში გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლის ველი სწორედ რუსთაველის გამზირია, სადაც გიჭირს თუ გილხინს, აუცილებლად უნდა მიხვიდე.

საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე აღარაფერი აღარ ხდება, ამ ერთი თვის განმავლობაში, ყველა “ობერქოცი“, ივანიშვილით დაწყებული დადის ამ შენობაში[პარლამენტში], სვავების ბუნაგი არის აქ.  ყველაფერი გეოგრაფიულად რუსთაველზე წყდება, აღარც ცესკო, არც იუსტიცია, არც პეტრე და პავლე იქნება. რუსთაველის 7-ში, სადაც უნდა გააპრავონ მიტაცებული არჩევნები, შექმნან რუსული პარლამენტი, მთავრობა და დანიშნონ რუსის პრეზიდენტი, ესაა მომდევნო ერთი თვის გრაფიკი.

იმის იქეთ, რასაც მივაღწევთ ის უნდა დაიგეგმოს. ყველამ კარგად გავაცნობიეროთ, ახლა მოდის ის 1 თვე, პირველი სხდომიდან, პირველი არის ცესკო, მაგრამ ცესკო უკვე ქაჯეთის ციხეა, ხომ ნახეთ რა გააკეთეს იქ, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური გული არის ეს ადგილი, სხვაგან არსად არაფერი აღარ წყდება, ამიტომ გიჭირს, გილხინს, უნდა მოხვიდე აქ“, - განაცხადა უგულავამ.