სოლიდარობას ვუცხადებ ახალგაზრდების პროტესტს, ამ ტალღას ვეღარაფერი შეაჩერებს! - მამუკა ხაზარაძე

15.11.24 11:06
სოლიდარობას ვუცხადებ ახალგაზრდების პროტესტს, ამ ტალღას ვეღარაფერი შეაჩერებს! - მამუკა ხაზარაძე

ბათუმელმა სტუდენტებმა ახალი სიცოცხლე შემატეს პოლიტიკურ პროცესს და თქვეს, რომ არ მოაპარინებენ ბიძინას თავიანთ ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სოლიდარობას უცხადებს ახალგაზრდებს და წერს, რომ ახლა ისინი ქვეყნის ახალ, ევროპულ მომავალს წერენ. 

როგორც წესი, რუსული ოცნების “სტრატეგიები”საპროტესტო ტალღას პულსს უთვლიან და ერთ ან მაქსიმუმ ორკვირიან სიცოცხლეს აძლევენ ხოლმე. თუმცა ამჯერად, მათი მოლოდინი რომ პროტესტი მინელდება, უიმედოა! 
დღეს ბათუმელმა სტუდენტებმა ახალი სიცოცხლე შემატეს პოლიტიკურ პროცესს და თქვეს, რომ არ მოაპარინებენ ბიძინას თავიანთ ევროპულ მომავალს! 
ბათუმის უნივერსიტეტი იყო 6 მაისის მოვლენების ავანგარდშიც და ეს "ოცნებისთვის" ბევრის მანიშნებელი უნდა იყოს! 
ბათუმელ ახალგაზრდებს უკვე თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდნენ და ახლა ამ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს!
მინდა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ახალგაზრდების პროტესტს, რადგან ისინი, ისევე როგორც ამომრჩეველთა უმრავლესობა, დღეს საქართველოს ახალ ისტორიას წერენ! და ეს ისტორია აუცილებლად იქნება ევროპული, თავისუფალი ქვეყნის - ბიძინა ივანიშვილის გარეშე!, - წერს მამუკა ხაზარაძე.