ოთხივე პარტიის ერთდროული ქმედება იქნება გარანტია, რომ "ოცნება" პარლამენტში ვერავის შეიტყუებს - ანა დოლიძე

15.11.24 12:09
ოთხივე პარტიის ერთდროული ქმედება იქნება გარანტია, რომ "ოცნება" პარლამენტში ვერავის შეიტყუებს - ანა დოლიძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე იმ მიზეზებს განმარტავს, რატომ უნდა მოხდეს 4-ვე კოალიციის წევრების მიერ მანდატების ერთდროულად ჩახსნა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ "ძლიერი საქართველოს" ეს ინიციატივა იქნება იმის გარანტი, რომ "ოცნება" პარლამენტში ვერავის შეტყუებას ვერ მოახერხებს. 

4-ვე პარტია ერთად დავდგეთ და ერთდროულად ჩავხსნათ ჩვენი მანდატები. ეს გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისარგებლოს, ვიღაცაზე ზეწოლა მოახდინოს, ვიღაცა მოისყიდოს და ამ ოთხიდან ერთი ან ორი დაყოს, შეიტყუოს, შეიყვანოს, მოისყიდოს და ამით ქმედუნარიანობის შეხედულება მაინც მიანიჭოს პარლამენტის შეკრებას. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, რომ ეს გავაკეთოთ ერთდროულად. ეს იქნებოდა გარანტია, რომ არავინ ჩამორჩება მა შემადგენლობას და თუ პრეზიდენტი უზრუნველყოფს ამ შესაძლებლობას, ეს, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, - ამბობს ანა დოლიძე.

"ძლიერი საქართველო" პროდასავლურ ოპოზიციას ერთობლივ მოქმედებას სთავაზობს. ოპოზიციურ გაერთიანებაში უკვე  გადაწყვიტილი აქვთ, რომ კოალიციის ყველა წევრმა საპარლამენტო მანდატები ოფიციალურად დათმონ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტი მუშაობას დაიწყებს. ანუ პარლამენტში არცერთი დღეს არცერთი ოპოზიცონერი დეპუტატი არ შევა და მანდატებს კანონის შესაბამისად დათმობენ. მამუკა ხაზარაძე ყველა პროდასავლურ ძალას სთავაზობს, რომ შესაბამის უწყებებს სიებისა და მანდატების გაუქმების შესახებ ყველამ ერთდროულად მიმართოს და პროცესი შეთანხმებული იყოს საქართველოს პრეზიდენტთანაც.