მანდატების ერთდროული ჩახსნა - ვინ უერთდება "ძლიერი საქართველოს" ინიციატივას
კოალიცია "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" მანდატების ერთდროული ჩახსნის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ინიციატივას მიესალმება. ლევან ბეჟაშვილის თქმით, მათი კოალიცია მხარს დაუჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც პარლამენტის არაღიარებას შეუწყობს ხელს. კოალიციაში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციამ "ოცნების" წინააღმდეგ ერთმანეთთან გაერთიანების გზები უნდა ეძებოს.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშნელოვანია ოპოზიციური ერთიანობა, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს ინიციატივას ვინ გამოეხმაურა და ვინ არ გამოეხმაურა. მთავარია, რომ ყველა სწორი, მართებული ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პარლამენტის არაღიარებას, „ქართული ოცნების“ დელეგიტიმაციას და მარტო დატოვებას პარლამენტში, ნებისმიერ ინიციატივას მხარს დავუჭერთ. ჩვენ უნდა ვეძებოთ გზები ერთმანეთთან გაერთიანების და არა ერთმანეთთან მიზეზების და დაპირისპირების ძებნის, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
"ძლიერი საქართველოს" ინიციატივას განიხილავენ კოალიცია "ცვლილებისთვის"-შიც.
ჩვენ, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ამ შემთხვევაში უკვე სამს გაცხადებულად და დარწმუნებულები ვართ, რომ გახარიას გუნდიც იგივე განაცხადს გააკეთებს, ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებთ ამას. კოალიცია „ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „ლელოც“ და მის ირგვლივ არსებული კოალიცია ვამბობთ, რომ ჩვენ არ შევალთ გაყალბებული არჩევნების შედეგად ამ პარლამენტში და არ მივცემთ მას ლეგიტიმაციას. რაც შეეხება სტრატეგიას, ის სტრატეგია, რაც ჩვენ ავირჩიეთ, ამას ჰქონდა კონკრეტული ამოცანა და მიზანი. რაც შეეხება „ლელოს“ შემოთავაზებას, ჩვენ ოპოზიციურ ფორმატში ამას განვიხილავთ აუცილებლად, - ამბობს თენგო თევზაძე.
რაც შეეხება გახარიას გუნდს, პარტია "საქართველოსთვის"-ში ამბობენ, რომ "ძლიერი საქართველოს" ინიციატივას არ შეუერთდებიან. ბერედია სიჭინავას თქმით, ისინი პარლამენტისთის ლეგიტიმაციის მინიჭებას არ ა პირებენ, თუმცა არც ოპოზიციის "რიტუალებშ" სურთ მონაწილეობის მიღება.
ჩვენ ძალიან მარტივად გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, არანაირ რიტუალებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ჩვენ ვთქვით, რომ ლეგიტიმაციას არ მივანიჭებთ ამ პარლამენტს, ეს ნიშნავს, რომ ლეგიტიმაციას არ მივანიჭებთ. ჩვენს ნათქვამ სიტყვას აქვს ფასი. არ ვაპირებთ ფიცი-მტკიცით და რაღაც რიტუალებში მონაწილეობით დავუმტკიცოთ ჩვენს მოქალაქეებს, როგორ გავაკეთებთ ამას, როდის გავაკეთებთ და რანაირად გავაკეთებთ.
პრეზიდენტთან შეხვედრის პრობლემა არ ყოფილა არასდროს, თუმცა ვირაც პოლიტიკური პარტიების და ვირაც პოლიტიკური აქტორები, რომ რაღაცისკენ მოგვიწოდებენ, მე ვფიქრობ, ეს არ არის სწორი. ყველამ თავის პარტიას მიხედოს, თავის გუნდს მიხედოს და არ დაუშვან, რომ მათი გუნდის წევრების ისხდნენ პარლამენტში. ჩვენს პოლიტიკურ პარტიას ეს პრობლემა არ უდგას, - ამბობს ბერდია სიჭინავა.
"ძლიერი საქართველო" პროდასავლურ ოპოზიციას ერთობლივ მოქმედებას სთავაზობს. ოპოზიციურ გაერთიანებაში უკვე გადაწყვიტილი აქვთ, რომ კოალიციის ყველა წევრმა საპარლამენტო მანდატები ოფიციალურად დათმონ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტი მუშაობას დაიწყებს. ანუ პარლამენტში არცერთი დღეს არცერთი ოპოზიცონერი დეპუტატი არ შევა და მანდატებს კანონის შესაბამისად დათმობენ. მამუკა ხაზარაძე ყველა პროდასავლურ ძალას სთავაზობს, რომ შესაბამის უწყებებს სიებისა და მანდატების გაუქმების შესახებ ყველამ ერთდროულად მიმართოს და პროცესი შეთანხმებული იყოს საქართველოს პრეზიდენტთანაც.