„ლელოს“ ინიციატივა სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ბუნებრივია მისასალმებელია - ლევან ბეჟაშვილი
„ლელოს“ ინიციატივა სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ბუნებრივია მისასალმებელია და სწორედ ერთობლივი ძალისხმევით და ოპოზიციის ერთიანობით უნდა მივაღწიოთ ხელახალ არჩევნებს,“ - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა „ლელოს“ განცხადებაზე.
მისი თქმით, ენმ ყოველთვის ემხრობა ოპოზიციაში სტრატეგიული ერთიანობას, ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ემხრობა ოპოზიციაში სტრატეგიული ერთიანობას, ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას, სწორედ ამით განპირობებული, რომ ჩვენ იმთავითვე ერთიანი სიის მომხრე ვიყავით და ახლაც ვთავაზობთ ოპოზიციას ერთიანი სტრატეგიის მეშვეობით უზრუნველყოთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ამიტომ „ლელოს“ ეს მორიგი ინიციატივაც ბუნებრივია მისასალმებელია და სწორედ ერთობლივი ძალისხმევით და ოპოზიციის ერთიანობით უნდა მივაღწიოთ ხელახალ არჩევნებს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
"ძლიერი საქართველო" პროდასავლურ ოპოზიციას ერთობლივ მოქმედებას სთავაზობს. ოპოზიციურ გაერთიანებაში უკვე გადაწყვიტილი აქვთ, რომ კოალიციის ყველა წევრმა საპარლამენტო მანდატები ოფიციალურად დათმონ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტი მუშაობას დაიწყებს. ანუ პარლამენტში არცერთი დღეს არცერთი ოპოზიცონერი დეპუტატი არ შევა და მანდატებს კანონის შესაბამისად დათმობენ. მამუკა ხაზარაძე ყველა პროდასავლურ ძალას სთავაზობს, რომ შესაბამის უწყებებს სიებისა და მანდატების გაუქმების შესახებ ყველამ ერთდროულად მიმართოს და პროცესი შეთანხმებული იყოს საქართველოს პრეზიდენტთანაც.