"ოცნების" ბოდვები, რომ "ტრამპი მოვა და გვეშველება", საღ აზრს მოკლებულია - გიგი უგულავა
"ოცნების" ბოდვები, რომ "ტრამპი მოვა და გვეშველება", საღ აზრს მოკლებულია, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, აშშ საქართველოში დემოკრატიის დანგრევას და "ოცნების" რუსეთთან "გამიჯნურებას" ნეგატიურად უყურებს და მზადაა, ქართველი ხალხის მხარდამჭერი აქტი მიიღოს.
კალაძე გამოვა ალბათ და იტყვის, რომ 20-დე კონგრესმენი უჭერს 450-დან, ეს ხომ არასერიოზულია და მორიგ სისულელეს, ბოდვის ნიაღვარს მოვისმენთ მისგან. დემოკრატიის დანგრევას, რუსეთთან გამიჯნურებას და ჩახუტებას და ეროვნული ინტერესების შებღალვას აშშ ორმხრივად ერთნაირად ნეგატიურად აფასებს და მზად არის, ის აქტი, რომელზეც თქვენ საუბრობდით, მიიღოს. ბოდვები, რომ ახლა ტრამპი მოვა და გვეშველება, აბსოლუტურად გამოცლილია ყოველგვარ საღ აზრს, - ამბობს უგულავა.
სენატში ქართველი ხალხის აქტს უკვე 19 მხარდამჭერი ჰყავს. მათგან 9 დემოკრატი სენატორია, 9 კი რესპუბლიკელი. შტატებში სულ უფრო მეტ გადაწყვეტილების მიმღებ ფიგურას მიაჩნია საჭიროდ, "ოცნების" წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების შემოიღონ.