“ვითხოვთ ახალ არჩევნებს! მოგიწოდებთ, ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას და გაყალბებას!“ - მამუკა ხაზარაძე

15.11.24 15:50
“ვითხოვთ ახალ არჩევნებს! მოგიწოდებთ, ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას და გაყალბებას!“ - მამუკა ხაზარაძე

“ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული ფუნდამენტური უფლება!“, - წერს კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში და ყველას მოუწოდებს,  ერთად აღუდგნენ წინ უსამართლობას და გაყალბებას.

“მოგიწოდებთ, ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას და გაყალბებას! დავიბრუნოთ წართმეული უფლებები“, - წერს ხაზარაძე.

მისივე თქმით, გამარჯვება მიზნისკენ დაუღალავი სიარულით, ნებისყოფით, სიმტკიცით და პროტესტის მრავალფეროვნებით მიიღწევა.

გამარჯვება მიიღწევა მიზნისკენ დაუღალავი სიარულით, ნებისყოფით, სიმტკიცით, პროტესტის მრავალფეროვნებით და ბევრი სხვადასხვა საპროტესტო კერებით - ინსტიტუტებში, საჯარო და კერძო სექტორებში, საზოგადოებრივ ადგილებში. როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება - სახალხო დაუმორჩილებლობა!

ჩვენ შეგვიძლია ეს ქვეყანა დავიბრუნოთ და აღვადგინოთ თითოეული მოქალაქის უფლება.

ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული ფუნდამენტური უფლება! მოგიწოდებთ, ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას და გაყალბებას! დავიბრუნოთ წართმეული უფლებები! ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!“, - წერს ხაზარაძე.