"უშენოდ არაფერი არ გამოვა, ვისაც უნდა სამუდამოდ ჩარაზონ რუსეთის იმპერიის კარი, გამოვიდნენ" - სალომე მელია

15.11.24 15:52
"უშენოდ არაფერი არ გამოვა, ვისაც უნდა სამუდამოდ ჩარაზონ რუსეთის იმპერიის კარი, გამოვიდნენ" - სალომე მელია

"უშენოდ ნამდვილად არაფერი არ გამოვა" - კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი სალომე მელია საზოგადოებას დღეს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს. 

"ვისაც უნდა სამუდამოდ ჩარაზონ რუსეთის იმპერიის კარი, გამოვიდნენ" - ამბობს სალომე მელია. 

უშენოდ ნამდვილად არაფერი არ გამოვა - ახლა, ერთად დგომით, შეუპოვრობით, დაუზარლობით შეგვიძლია ქუჩაში, მშვიდობიანი მანიფესტაციებით გავაგონოთ ხმა კიდევ ერთხელ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ახლა დღის წესრიგში ქვეყნისი გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი დგას. წაართვეს მათ არჩევანი და ამისთვის,ს აჭირო დროს საჭირო ადგილზე აუცილებლად გამოვა ხალხი და დღეს კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი უნდა და ვისაც უნდა სამუდამოდ ჩარაზონ რუსეთის იმპერიის კარი, გამოვიდნენ", - ამბობს სალომე მელია. 

"უშენოდ არ გამოვა"  - ზუსტად 17:00 საათზე დედაქალაქში "დაიტოვეს" ორგანიზებით საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. ხუთ საათზე, რესპუბლიკის მოედანზე ელოდებიან ყველა თაობის და ყველა პროფესიის მოქალაქეს, ვინც ფიქრობს, რომ "ოცნებამ" მათ არჩევანის უფლება წაართვა.