"მაკულატურად ქცეული სამართალი" - ოპოზიციამ სააპელაციოსთან ფურცლების პერფომანსი მოაწყო
"მაკულატურად ქცეული სამართალი" - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საპელაციო სასამართლოს შესასვლელთან მტკიცებულებების მთელი დასტა დატოვეს და ფურცლების პერფომანსი მოაწყეს.
"გაუქმებულია - გაუქმებული" - ამ შინაარსის ტრანსპარანტები დატოვეს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სააპელაციო სასამართლოსთან.
ივანიშვილმა ქვეყანაში გააუქმა არჩევნები და სასამართლო, რომლის დასტურია დღევანდელი სასამართლოს სხდომა, რომელიც ვერც კი ჩაატარეს, იმდენად სამარცხვინო გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ, სამმა ქალმა მოსამართლემ, რომლებსაც, ამჯერად, რეჟიმისგან გაყალბებული არჩევნების დაკანონება დაევალათ.
ესენი არიან: თამარ ონიანი, ნინო ჭიჭილაშვილი, ილონა თოდუა, რომლებმაც ვერც კი გაბედეს, იმდენად სამარცხვინო იქნება მათი, დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ ჩაეტარებინათ სხდომა, მხარეების მონაწილოებით და ზეპირი განხილვის გარეშე, მალულად გამოიტანენ გადაწყვეტილებას, იმისთვის, რომ დააკანონონ გაყალბებული არჩევნები.
მთელ სასამართლო სისტემაში, იმდენად დაიმონა მთელი მარლთმსაჯულების სისტემა ბიძინა ივანიშვილმა, რომ, მხოლოდ და მხოლოდ, ერთ მოსამართლეს, პირველ ინსტანციაზე, თეთრიწყაროში, ვლადიმერ ხუჭუას სახით, აღმოაჩნდა გამბედაობა და კეთილსინდისიერება, რომ დაედასტურებინა, ასეთი რამ - დიახ, 26 ოქტომბრის არჩევნები, ტოტალურად, გაყალბდა, დარღვეული იყო ფარულობისა და თავისუფალი ნების გამოხატვის კონსტიტუციური პრინციპები.
"ენმ" მოძრაობამ, არჩევნების დღეს, დაწერა 600 საჩივარი, გაასაჩივრა, ყველა, საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმი და მოითხოვა, ყველა, უბნის შედეგების ბათილობა. აღნიშნულის განხილვის გარეშე, რეალურად, გადაეცა ცესკოს, რომელიც, ასევე, გასაჩივრდა, შემდეგ უკვე პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაც ჩვენ ვნახეთ, რომ ივერი აბაშიძემ მორიგ, სამარცხვინო გადაწყვეტილებაში არ მიიღო, არცერთი, ჩვენი შუამდგომლობა, იქნებოდა ეს საკონტრაქტო პირობების განხილვა, სასამართოლოს წინაშე, რომელიც დაადასტურებდა, რომ ცესკომ, უკანონოდ, ჩაანაცვლა მარკერები, დაამონტაჟა, ასევე უკანონოდ, სათვალთვალო კამერები. ყველა შუამდგომლობაზე თქვა უარი ივერი აბაშიძემ და, რა თქმა უნდა, რეჟიმის დავალება შასრულა, გაყალბებული არჩევნების დაკანონებასთან დაკავშირებით.
ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში გაუქმებულია არჩევნები, სასამართლო და ერთადერთი გამოსავალი, ამ შემთხვევაში, არის საერთაშორისო გამოძიება, რომელთა დაკავშირებითაც, ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ მივმართეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რადგან საზოგადოების წინაშე დამტკიცდეს, საყოველთაოდ ცნობილი, სიმართლე - ეს არჩევნები გაყალბებულია, გაუქმებულია არჩევნების ინსტიტუტიც და სასამართლო, რომელიც მონური მორჩილებით ასრულებს რეჟიმის დავალებას, ამ ქვეყანაში", - განაცხადა სააპელაციოსთან მყოფმა "ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლო საჩივარებს საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების/არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.