პაპუაშვილი გადაჭრით ვერ ამბობს, დაეთანხმებიან თუ არა ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებას
როგორ მოიქცევა "ოცნება", თუ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში მანდატების გაუქმებას მოითხოვენ? - თუკი ამ დრომდე ივანიშვილის პარტია თავდაჯერებით ამბობდა, რომ ოპოზიციის ბოიკოტი მათთვის არაფერს ცვლიდა, დღეს "პირველების" ამ კითხვაზე შალვა პაპუაშვილი გადაჭრით ვერ ამბობს, დაეთანხმებიან თუ არა მათ მოთხოვნას მანდატების გაუქმების შესახებ.
პაპუაშვილი იხსენებს 2020 წელს, როდესაც ოპოზიციას მაშინაც ასეთი სურვილი ჰქონდა, თუმცა კითხვაზე, იქნება თუ არა ხელისუფლების შემხვედრი პასუხი ისეთივე იქნება, როგორიც 2024 წელს, პარლამენტის თავმჯდომარეს ამაზე მკაფიო პასუხი არ აქვს
ოცნების ერთ-ერთმა ლიდერი ირწმუნება, რომ არჩევნები შედგა თუმცა ვერ ასახელებს ვერცერთ პარტნიორს ევროკავშირიდან ვინც ჩატარებული არჩევნები აღიარა.
ჯერ შემოიტანონ, ხომ ხედავთ, თვითონაც ვერ ჩამოყალიბდნენ. ხან სურთ, რომ კამერების წინ დაწერონ განცხადებები, ხან ქალბატონი სალომეს მაგიდაზე სურთ, რომ დაწერონ, ხან ზეპირად აცხადებენ და ხან როგორ. ჯერ თავად ჩამოყალიბდნენ, თავიანთ ტაკტიკებში და ჩვენს პასუხს მიიღებენ ისეთს, რომელშიც, საბოლოო ჯამში, კვლავ დამარცხებულნი იქნებიან და ქართველი ხალხი კი, კვლავ, გამარჯვებულნი", - ამბობს პაპუაშვილი.