ჰყავს თუ არა "ოცნებას" შერჩეული ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი - პაპუაშვილის პასუხი

15.11.24 17:24
ჰყავს თუ არა "ოცნებას" შერჩეული ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი - პაპუაშვილის პასუხი

ჰყავს თუ არა "ოცნებას" შერჩეული ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი? - პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატზე კონსულტაციებსა და ფიქრს, პარლამენტის შეკრების შემდეგ დაიწყებენ.

პრეზიდენტობის ახალი კანდიდატზე ჯერ კონსულტაციები არ ყოფილა და ჩვენ მას შემდეგ, რაც პარლამენტის პირველი სხდომა იქნება, იცით, რომ პარლამენტმა უნდა დანიშნოს პრეზიდენტის არჩევნები, ჩვენ პარალელურად დავიწყებთ ამაზე ფიქრს", - ამბობს პაპუაშვილი.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სალომე ზურაბიშვილის თანამდებობაზე ყოფნის "სულ რამდენიმე პარასკევი დარჩა"

ქალბატონ სალომეს სულ რამდენიმე პარასკევი აქვს დარჩენილი ამ თანამდებობაზე ყოფნის და მის ადგილას, წესით, ადამიანი დაკავებული უნდა იყოს საკუთარი ნივთების გამზადებით, იმისთვის, რომ გავიდეს მისი პოზიციიდან"- აცხადებს პაპუაშვილი.