"ეს არის ღამისთევა ქვეყნისთვის" - ილიაუნელები

16.11.24 01:00
"ეს არის ღამისთევა ქვეყნისთვის" - ილიაუნელები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება - სტუდენტები საკუთარი ევროპული მომავლისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად ღამეს უნივერსიტეტში ათენებენ.

ილიაუნელები "ტვ პირველთან" საუბრის დროს პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ დღევანდელი ღამისთევა ქვეყანას მიემართება.

"ეს არის ღამისთევა ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის. არ შეგვიძლია ახლა სადარაჯოზე არ ვიდგეთ" - ამბობს სტუდენტი. 

დღევანდელი ღამისთევა არის სოლიდარობის აქტი ყველა სტუდენტისა და იმ ადამიანის მიმართ, ვისაც უსამართლობის განცდა აქვს. ეს არის ღამისთევა ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის. ჩვენ ახლა არ შეგვიძლია, რომ არ ვიყოთ ფხიზლად, სადარაჯოზე. მეტი შემართება გვჭირდება, რომ ჩვენი უფლებები დავიცვათ და არ მოვექცეთ რუსული წნეხის გავლენის ქვეშ", - ამბობს სტუდენტი.

ცნობისთვის, გუშინ, 15 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ილიაუნელები და ბსუს სტუდენტები ღამეს უნივერსიტეტში ათენებენ. თსუს სტუდენტებს კი სამართალდამცველებმა უნივერსიტეტში შესვლის უფლება არ მისცეს.