დიდი ფეხბურთის მოლოდინში - საქართველო-უკრაინის დაპირისპირებამდე გადამწყვეტი საათების ათვლა დაწყებულია

16.11.24 10:36
დიდი ფეხბურთის მოლოდინში - საქართველო-უკრაინის დაპირისპირებამდე გადამწყვეტი საათების ათვლა დაწყებულია

ქართველი ფეხბურთელები დღეს უკრაინელ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან. საფეხბურთო შერკინება ორი ქვეყნის ნაკრებს შორის, ბათუმის ახალ საფეხბურთოო სტადიონზე შედგება. იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შანსი შეინარჩუნოს, საჭიროა რომ დღევანდელი თამაში მოვიგოთ.

ჯვაროსნებმა დღევანდელი თამაშისთვის ბოლო მოსამზადებელი ვარჯიში უკვე ჩაატარეს. ერთა ლიგის B დივიზიონის მატჩი თბილისის დროით საღამოს ცხრა საათზე დაიწყება.