"ცესკო ქაჯეთის ციხედ გადააქციეს" - გიორგი სიორიძის პირველი კომენტარი სხდომის დატოვების შემდეგ
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი, გიორგი სიორიძე პროტესტის ნიშნად სხდომის დატოვების შემდეგ "ტვ პირველთან" პირველ კომენტარს აკეთებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი კალანდარიშვილის უწყებას "კლანის მმართველობაში" მყოფ დაწესებულებად აცხადებს და ამბობს, რომ დღეს ცესკო "ქაჯეთის ციხედ გადააქციეს".
''ბუნებრივია, როგორც ოპოზიციონერ წევრს არ აქვს სამართლებრივი ბერკეტი, როგორც ამ შედეგის ბეჭდის დასმას აღვუდგე წინ, არც მანამდე გვქონდა შესაძლებლობა ზეგავლენა მოგვეხდინა პროცესზე. ამის შესაძლებლობა ჩვენ, რომ გვქონოდა საქართველოში ნამდვილად ჩატარდებოდა ისეთი არჩევნები, როგორსაც იმსახურებს ქართველი ხალხი. დღეს ცესკო არის კლანის ხელში, საუბარი არ არის მხოლოდ გიორგი კალანდარიშვილზე, აქ არის საუბარი ყველა იმ წევრზე, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ემსახურება ''ქართულ ოცნებას'', არანაირი ინსტიტუტი ცესკო არ არის, ეს არის დეპარტამენტი ''ქართული ოცნების'', ქაჯეთის ციხედ გადააქციეს, იმიტომ, რომ ზუსტად იცოდნენ რა დანაშაულის ჩადენასაც აპირებდნენ, იცოდნენ საზოგადოების რეაქცია და ცდილობენ თავისი თავი ფიზიკურად დაიცვან და მშვიდობიან მომიტინგეებს არ აძლევენ შესაძლებლობას ახლოს მოვიდნენ ამ შენობასთან. მთავარი არის, არა დღევანდელი დღე არამედ დღევანდელი დღის ასახვა საქართველოს ისტორიაში. დღევანდელი დღე ამ ადამიანებისთვის შევა იმ შავ წერტილად, რომლითაც დაირღვა თითოეული ამომრჩევლის ხმის ფარულობა, არჩევნების პრინციპები, რომლითაც ახალი არჩევნებიო უნდა ჩატარდეს წესით საქართველოში, მაგრამ ამას ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ'', - ამბობს გიორგი სიორიძე.