შეჯამებული გაყალბება არის გაყალბება, ეს არჩევნები არალეგიტიმურია - ოთარ ზურაბიშვილი ცესკოსთან მივიდა

16.11.24 12:14
შეჯამებული გაყალბება არის გაყალბება, ეს არჩევნები არალეგიტიმურია - ოთარ ზურაბიშვილი ცესკოსთან მივიდა

საქართველოს პრეზიდენტის ძმა ცესკოსთან აქციაზე მივიდა.

ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ ცესკო ამ წუთებში გაყალბებულ არჩევნებს აჯამებს. 

ცესკოს არაფერი არ აქვს სათქმელი. ყოველდღიურად არის მაგალითი, რომ არჩევნები არის გაყალბებული. რა უნდა იყოს შედეგი. შეჯამებული გაყალბება არის გაყალბება, შეჯამებული ტყუილი არის ტყუილი, ამას ვერ გაექცევიან. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და უნდა ვთქვათ, რომ არ დავეთანხმებით მათ გადაწყვეტილებას. მიუღებელია არჩევნების შედეგები და ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური ", - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.