ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები ცესკოს მოუწოდებენ, შედეგები არ შეაჯამოს და ხელახალი არჩევნები დანიშნოს

16.11.24 12:27
ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები ცესკოს მოუწოდებენ, შედეგები არ შეაჯამოს და ხელახალი არჩევნები დანიშნოს

ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებენ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არ შეაჯამოს და ხელახალი არჩევნები დანიშნოს. 

ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს, ნათქვამია, რომ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო, ამიტომ მისი შედეგები ქართველი ამომრჩევლის ნების ჭეშმარიტი გამოხატულება ვერ იქნება. 

„სამართლიანი არჩევნების”, „ჩემი ხმისა“ და "საიას" სადამკვირვებლო მისიების დაკვირვებით, წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ხასიათდებოდა სისტემური, ორგანიზებული დარღვევებით, რომლებიც მიზნად ისახავდა მმართველი პარტიის გამარჯვების უზრუნველყოფას. სამივე დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისია ასკვნის, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი და მისი შედეგები ვერ იქნება მიჩნეული, როგორც ქართველი ამომრჩევლების ნების ჭეშმარიტი გამოხატულება.

სადამკვირვებლო მისიები მოუწოდებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არ შეაჯამოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები", - წერია განცხადებაში.