გიორგი ლიფონავას დაკავების კადრები (ფოტო)
ცესკოსთან მსვლელობისას ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავა დააკავეს. - დაკავების კადრებს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი გიგი უგულავა ავრცელებს.
აღმაშენებლის ხეივანში მიმდინარე მსვლელობისას საპროტესტო აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, პოლიცია კი სავალი ნაწილიდან მათ გადაყვანას ძალის გამოყენებით შეეცადა, რის შემდეგაც აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
პოლიციის თქმით, რამდენიმე პირი ადმინისტრრაციული მუხლით არის დაკავებული.