"კრემლის აგენტი ივანიშვილი და მისი ქურდები" - ალექს რაუფოღლო საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე წერს

16.11.24 16:40
"კრემლის აგენტი ივანიშვილი და მისი ქურდები" - ალექს რაუფოღლო საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე წერს

ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღმაშენებლის ხეივანზე სამი მოქალაქის დაკავების ფაქტს ეხმაურება და პლატფორმა X-ზე წერს, რომ "კრემლის აგენტ ივანიშვილისა და მისი ქურდების სისასტიკე აშკარაა".

გავლენიანი ჟურნალისტი ცივილურ სამყაროსაც მიმართავს და მათ ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას უყენებს - "როდემდე იტყვით უარს მოქმედებაზე?".

კრემლის აგენტ ივანიშვილისა და მისი ქურდების სისასტიკე აშკარაა. 

როდემდე იდგება თავისუფალი სამყარო და უარს იტყვის მოქმედებაზე?

#დადექიქარათველხახლთან
#სანქციაივანიშვილს". - წერს ალექს რაუფოღლო.

ცნობისთვის, დღეს, 16 ნოემბერს, ცესკოში სხდომა გაიმართა, სადაც არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოიცა. სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, ევროპული მომავლის მცველები ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ. 

ცესკოში სხდომის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებმა საპროტესტო მარში აღმაშენებლის ხეივანზე გამართეს, სადაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციელები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. ჯამში, სამართალდამცველებმა მსვლელობაზე სამი ადამიანი დააკავეს.